ნათელაშვილი სააკაშვილზე – კარგი პიარტექნოლოგია და შესანიშნავად იცის, როგორ დარაზმოს ამომრჩეველი საერთო მიზნისკენ

gulis eleqsiri

მიხეილ სააკაშვილი კარგი პიარტექნოლოგია და მან შესანიშნავად იცის, როგორ დარაზმოს თავისი ამომრჩეველი საერთო მიზნისა და მოლოდინისკენ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა სტრატეგიული საკითხი არ არის.

„შესაბამისად, ეს განცხადებაც სრულიად ჯდება აღნიშნულ ფორმატში, როგორც წინა მისი განცხადებები ჩამოსვლაზე. ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ნამდვილად არავინ არ იცის. საერთოდ, არ არის ეს სტრატეგიული საკითხი. მან, როგორც ოპოზიციონერმა, შეუძლია, იაქტიუროს იქიდანაც და აქედანაც. ეს ალბათ მისი პირადი გადასაწყვეტი საკითხია მის პარტიასთან შეთანხმებით. საერთოდ, ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა გვყავდეს გაძევებული ქართველი არც პოლიტიკოსი და არც რიგითი. თუ რამეს დავაშავებთ, აქ ვაგოთ პასუხი, თუ უსამართლოდ ვიღაც გვდევნის, აქ მოვთხოვოთ პასუხი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

წინა სტატიაშივინ დაარეპორტა ფეისბუქის პოსტი? – ჟურნალისტი ზურაბ ჯაფარიძეს ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაბატონ მიშას ველოდებით, საპატიო ყარაულიც მზად არის, არაა პრობლემა – ზარქუა