სამადაშვილი „ქართულ ოცნებას“ – შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ არც ერთ კაპიკს აღარავინ გაიღებს ამ ქვეყნისთვის

„მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმით, თქვენ, შეიძლება ითქვას, რომ ღიად და აშკარად ჩაკეტეთ ყველანაირი გზა საერთაშორისო დახმარების მისაღებად იმიტომ, რომ შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ არც ერთ კაპიკს აღარავინ გაიღებს ამ ქვეყნისთვის იმ ფონზე, როდესაც თქვენ დასავლეთს ეუბნებით, რომ არ გჭირდებათ მათი დახმარება“, – ასე მიმართა ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტმა უახლოეს დღეებში მოისმინოს ფინანსთა მინისტრის განმარტებები, როგორ აპირებს გადაარჩინოს ქვეყნის ბიუჯეტი.

„ქვეყნის საგარეო ვალმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია – ის ჩვენი მთლიანი პროდუქტის 56%-ია, რაც იმას ნიშნავ, რომ საქართველოს არანაირი შესაძლებლობა აღარ ექნება კრედიტის აღების. მნიშვნელოვანი მოვისმინოთ ფინანსთა მინისტრის განმარტებები, როგორ აპირებს გადაარჩინოს ჩვენი ბიუჯეტი ამ ფონზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

წინა სტატიაშიმდინარაძე – სააკაშვილმა 37-ედ დააანონსა ჩამოსვლა
შემდეგი სტატიავინ დაარეპორტა ფეისბუქის პოსტი? – ჟურნალისტი ზურაბ ჯაფარიძეს ადანაშაულებს