ვინ არის შპს “პანორამას” მფლობელი, რომელსაც სასამართლომ “რუსთავი 2”-ის 40 % მიაკუთვნა?

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% შპს პანორამას მიაკუთვნა. საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ შპს “პანორამა” 2004 წლის 21 ივნისს არის დაფუძნებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია.

შესაბამისად, ამ მონაცემებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 100%-იან წილს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, დღეიდან, ქიბარ ხალვაში ფლობს.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ერთი უსამართლობისგან გაანთავისუფლა “რუსთავი 2”, მაგრამ მეორე უსამართლობაში გადაიტანა მისი მოცემულობა
შემდეგი სტატიააქიმიძეს და დვალს გადავუფორმებთ იმ წილს, რაზეც ვართ მოლაპარაკებული