აქიმიძეს და დვალს გადავუფორმებთ იმ წილს, რაზეც ვართ მოლაპარაკებული

ქიბარ ხალვაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ -ის მფლობელი გახდა, აპირებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადაუფორმოს ტელეკომპანიის წილი, რამდენზეც ისინი შეთანხმებულები იყვნენ.

ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა „მოამბეში“ განაცხადა.

კონკრეტულად რამდენ პროცენტიან წილზეა საუბარი, ხალვაში აქიმიძესა და დვალის შეუთანხმებლად ამ ინფორმაციას არ ახმაურებს. „დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენს, რამდენზეც მოლაპარაკებული ვიყავით. მგონია, რომ გაუგებრობას ადგილი არ ექნება. კონკრეტულად რამდენ პროცენტიან წილზეა საუბარი, აქიმიძესა და დვალის შეუთანხმებლად ამ ინფორმაციას ვერ ვიტყვი“,- განაცხადა ხალვაშმა.

„მოამბის“ წამყვანის კითხვაზე, დარჩება თუ არა ამ შეთხანხმების შემდეგ საკონტროლო პაკეტი ხალვაშს ხელში, ის აცხადებს, რომ შეეცდება ტელევიზია იყოს ისეთი, როგორიც მას წარმოუდგენია.

„ტელევიზიას ისე არ მოვექცევი, რომ ის სხვისი კონტროლის ქვეშ მოექცეს და შევეცდები, ის ისეთი იყოს, როგორც წარმომიდგენია“,- განაცხადა ხალვაშმა.

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“.

დიდმა პალატამ, ასევე, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

banner
წინა სტატიაშივინ არის შპს “პანორამას” მფლობელი, რომელსაც სასამართლომ “რუსთავი 2”-ის 40 % მიაკუთვნა?
შემდეგი სტატია,,შეიძლება ბოლოჯერ გვიყურებთ , ან გამოგვთიშავენ ან შემოვლენ და გაგვიყვანენ”- ჟორჟოლიანი