სასამართლომ ერთი უსამართლობისგან გაანთავისუფლა “რუსთავი 2”, მაგრამ მეორე უსამართლობაში გადაიტანა მისი მოცემულობა

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“დასანანი ის კი არაა, რომ ყარამანიშვილების მფლობელობა არ აღიარა სასამართლომ, ამაზე მეც იგივეს ვამბობდი, არამედ დასანანი ისაა, რა მოცემულობაშიც გადავა “რუსთავი 2”.

კრიტიკული მედია “რუსთავი 2” არ ყოფილა განსხვავებით ბევრი სხვა არხისგან, მაგრამ ეს იყო მძლავრი ჯგუფი, რომელიც ჩასაფრებული იყო დღევანდელ ხელისუფლებას და რაც დღევანდელ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში საჭირო იყო.

მე მიმაჩნია, რომ სასამართლომ ერთი უსამართლობისგან გაანთავისუფლა “რუსთავი 2″, მაგრამ მეორე უსამართლობაში გადაიტანა მისი მოცემულობა.

ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს და სამართლებრივი პროცესიდან არ გამოვიდეს პროტესტი. სხვა ფლანგზე კი შეფასებები გაკეთდეს საკმარისი, რაც რეალობას ვერ შეცვლის, მაგრამ პროცესებს სათანადოდ შეაფასებს”, – აცხადებს გამზარდია.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში 112-ის შენობასთან ახლოს “მიცუბიშის” მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიავინ არის შპს “პანორამას” მფლობელი, რომელსაც სასამართლომ “რუსთავი 2”-ის 40 % მიაკუთვნა?