ვინ არის ივანე ზარდიაშვილი?-ელისო კილაძე ბესელიას მოადგილეზე

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას მოადგილის ივანე ზარდიაშვილის შესახებ ,,ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე ინფორმაციას ავრცელებს. ივანე ზარდიაშვილზე, რომელზეც დღეს ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სასამართლოზე ზეწოლაში ივანიშვილის მთავარი იარაღია კილაძე წერს:

“რუსთავი 2-ის საქმეზე ახალი მედიაზონდერი დაუნიშნავთ-ვანო ზარდიაშვილი. ვინ არის ვანო ზარდიაშვილი ?- ოცნებაში პორტირებული ნაცი. მუშაობდა გენერალურ პროკურატურაში, ფინანსურში, საქალაქო სასამართლოში-2012 წლის 27 სექტემბერს ახდენდა ზეწოლას მანდატურებზე- ნაცების მიტინგზე რატომ არ მიდიხართო (ხუთი მანდატური უჩიოდა კიდეც -ინფო 9 -ს მისცეს ინტერვიუ), მერე გადაპორტირდა და ახლა ეკა ბესელიას მოადგილეა იურიდიულ კომიტეტში. სამართლიანობის აღდგენა ქოცურად”,- წერს ელისო კილაძე.

8potottt-png

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: ნიკა გვარამია რომ ამბობს, ეს ნიშნავს, რომ უკვე სარწმუნოა?!
შემდეგი სტატიავანო ზარდიაშვილი: სასამართლოზე ყველაზე დიდ ზეწოლას სწორედ ნიკა გვარამია ახდენს