ეკა ბესელია: ნიკა გვარამია რომ ამბობს, ეს ნიშნავს, რომ უკვე სარწმუნოა?!

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს სერიოზულად ვერ მიიღებს.

ამის შესახებ მან გვარამიას დღევანდელ ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ნიკა გვარამია რომ ამბობს, ეს ნიშნავს, რომ უკვე სარწმუნოა?! ბრალდება შეიძლება ყველაფერზე ისმოდეს და X და Y წყარო – ინკოგნიტო ამბობს, რომ შესაძლოა, რაღაც ზეწოლა ხორციელდებოდეს. ოთხი გვარი უკვე მოვისმინე, ახლა მეხუთე. შემდეგი – მეექვსე გვარი ვინ არის? რა უნდა გითხრათ, ამ კითხვას სერიოზულად ვერ ვიღებ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორმა დღეს ის პირები დაასახელა, ვინც მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებენ.

“ჩვენთვის ცნობილია ის გარემოება, რომ სასამართლოსთან რამდენიმე ადამიანი აწარმოებს “მოლაპარაკებას” და სინამდვილეში სასამართლოზე ზეწოლას. მათ შორისაა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე და სასამართლოში ზონდერად ჩასმული ჩინჩალაძე. სამი დღის განმავლობაში სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება. ამის განმახორციელებლად არის ახალი ადამიანი არჩეული, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალების შემსრულებელი ზონდერი ივანე ზარდიაშვილია”, – აცხადებს გვარამია.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა
შემდეგი სტატიავინ არის ივანე ზარდიაშვილი?-ელისო კილაძე ბესელიას მოადგილეზე