ვანო ზარდიაშვილი: სასამართლოზე ყველაზე დიდ ზეწოლას სწორედ ნიკა გვარამია ახდენს

სასამართლო სისტემაში საერთოდ არავის არ ვიცნობ და, შესაბამისად ტელეკომაპნია “რუსთავი 2”-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრალდება სრულიად აბსურდია, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

როგორც ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, ნიკა გვარამია სასამართლოზე ყველაზე დიდ ზეწოლას თავად ახდენს.

„ნიკა გვარამიას აბსურდულ თეატრზე რა კომენტარის გაკეთება შეიძლება. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მაკავშირებს იმ ხალხთან და საერთოდ „რუსთავი 2“-ის განმხილველ მოსამართლეებთან. საერთოდ არავის არ ვიცნობ არც პირველი ინსტანციის, არც მეორე, არც მესამე ინსტანციის მოსამართლეებს. გვარამიას აბსურდულ ბრალდებებს არ აქვს საზღვარი. სასამართლოზე ყველაზე დიდ ზეწოლას სწორედ ნიკა გვარამია ახდენს. ჩვენ კარგად გვახსოვს გვარამიას და საქალაქო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბარი, სადაც გვარამია მას ქრთამსაც კი სთავაზობს”, – აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.

ნიკა გვარამიამ დღეს განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს და ამას ვანო ზარდიაშვილი ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშივინ არის ივანე ზარდიაშვილი?-ელისო კილაძე ბესელიას მოადგილეზე
შემდეგი სტატიაზურაბ ალავიძემ ყველა მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა