(Video)პარლამენტში ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მოყვა ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომის დახურვის თემაზე კამათს.

„რა მნიშვნელობა აქვს ღია იქნება თუ დახურული, როდესაც უცხო ქვეყნის რეზიდენტი გიგა ბოკერია გვიზის აქ გინდ გახსენი და გინდ დახურე“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ემზარ კვიციანის ამ განცხადებას, უმცირესობის წევრების მხრიდან სიცილი და ტაში მოჰყვა, რის შემდეგაც დეპუტატმა გიგა ბოკერიასკენ საჩხუბრად გაიწია.

banner
წინა სტატიაში(video) ლავროვმა სოხუმში ქვიშაზე მოდუღებული ყავა მიირთვა
შემდეგი სტატიამარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი აფხაზეთის მხარდაჭერას არ შეასუსტებს