მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი აფხაზეთის მხარდაჭერას არ შეასუსტებს

 „რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი აფხაზეთის მხარდაჭერას არ შეასუსტებს“ „რუსეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა იზრდება, თუმცა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი მანამ არ იქნება, სანამ საქართველო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არაღიარებას არ გაიწვევს,“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისადმი რუსეთის ფედერაციის სტაბილურ მხარდაჭერაზე არ იმოქმედებს. ამ კონტექტსში ზახაროვამ გაიხსენა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობის ინიციატორი საქართველოს მთავრობა იყო, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში აირჩიეს, რადგან ორი ქვეყანის ურთიერთობაში, იმ მომენტისათვის, სააკაშვილის ანტირუსული პოლიტიკის გამო, რუსი ჩინოვნიკის თქმით, ღრმა კრიზისი იყო დამდგარი. ზახაროვამ, „სპუტნიკ-აფხაზეთთან“ ასევე აღნიშნა, რომ ამ მომენტში რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური პარტნიორია, ასევე, სრულდება რეგულარული ავიარეისები და 20-ზე მეტი რეგულარული ავტობუსი მოძრაობს. „სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნებს შორის პრობლემური საკითხები რჩება. ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებდით თბილისს, რომ რუსეთ-საქართველოსა და რუსეთსა და დამოუკიდებელ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთ შორის ურთიერთობა სხვადასხვა სიბრტყეზე მდგომარეობს,” – აღნიშნა ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაში(Video)პარლამენტში ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიარუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობა არ იმოქმედებს რუსეთის პოზიციაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ