(video) ლავროვმა სოხუმში ქვიშაზე მოდუღებული ყავა მიირთვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცახდებულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სოხუმის ქუჩებში გაისეირნა და ერთ-ერთ კაფეში ქვიშაზე მოდუღებული ყავა დალია, – ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ-აფხაზეთი“ ავრცელებს.
ამავე წყაროს მონაცემებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან ერთად პრეს-კონფერენცია გამართა.
„დაინტერესებულნი ვართ, თქვენს კურსს მხარი დავუჭიროთ, რომელიც აფხაზეთის თითოეული მკვიდრისთვის თანასწორ უფლებებს გულისხმობს, რომ მათ თავი დაცულად და ეროვნულ ერთიანობაში იგრძნონ,” – განაცხადა ლავროვმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთში კიდევ ერთხელ ვიზიტით მოხარულია.
„სასიამოვნოა ისევ აფხაზეთში ყოფნა. გუშინ რუსეთის საელჩოს ვესტუმრეთ, ეს სოხუმში ცენტრალური ადგილია და ძალიან კომფორტული პირობებია ჩვენი თანამშრომლებისთვის. ის, რომ ასეთი დიდი საელჩო გავხსენით აფხაზეთში, ჩვენი კავშირის კონტექსტს ხაზს კიდევ ერთხელ უსმევს,” – განაცხადა ლავროვმა.
პრესკონფერენციაზე რუსმა ჩინოვნიკა აღნიშნა, რომ მიესალმება აფხაზეთის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების კომისიასთან თანამშრომლობას. მისივე თქმით, „ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მასში შემავალი ქვეყნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და რომელშიც გაერთიანება აფხაზეთისთვის იმ ურთიერთობის გარანტია იქნება, რაც ახლა არსებობს რუსეთ-აფხაზეთს შორის.“

 

https://youtu.be/LC1YhhnPJwg

 

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსმა” საკონსტიტუციო კომისია დატოვა
შემდეგი სტატია(Video)პარლამენტში ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა