(video)მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა თავის დაწვა სცადა

კიევში, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან მყოფმა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ბენზინის მსგავსი სითხე გადაისხა. უკრაინული სააგენტოების ცნობით, კაცმა ბენზინის გადასხმა მის გვერდით მყოფ სხვა პირებზეც სცადა.

მოგვიანებით, დაუდგენელი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. გამოძიება პოლიტიკოსის დაკითხვას აპირებს.

სააკაშვილის ადვოკატის, პაველ ბოგომაზოვის თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში ბინის ჩხრეკის დროს სახლის სახურავზე იყო და გადმოხტომით იმუქრებოდა. უკრაინაში, პოლიტიკოსის სახლთან სპეცრაზმი დილიდან იყო მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის მხარდამჭერებიც, რომლებიც სამართალდამცველებს ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევენ.

https://www.youtube.com/watch?time_continue=43&v=g5eMsPIas1A

banner
წინა სტატიაში,,სააკაშვილის პოლიტიკური დევნა საქართველოს ხელისუფლებამ 2013 წლიდან დაიწყო და ეს დღესაც გრძელდება”
შემდეგი სტატიამთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე მიმდინარეობს მართლსაწინააღმდეგო ქმედება – იულია ტიმოშენკო სააკაშვილის დაკავებაზე საუბრობს