(video) ჟირინოვსკიმ პუტინის პარტიას ,,გადაუარა,,

jirinovskiრუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, რუსეთის დუმაში გამოსვლისას პრეზიდენტ პუტინის სახელისუფლო პარტია არჩევნების გაყალბებაში და მათი ხმების მითვისებაში დაადანაშაულა. გალანძღა და რევოლუციით დაემუქრა პუტინის ხელისუფლებას.
თავის ემოციურ გამოსვლაში ჟირინოვსკიმ, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან ფაქტობრივად ყვიროდა, რუსეთის მმართველი პარტია ჩინგიზ ხანს და ჰიტლერს შეადარა, რომლებიც მისი სიტყვებით უფრო მეტ არჩევანს უტოვებდა ხალხს, ვიდრე პუტინის ,,ედინნაია როსია,, უტოვებს…
,,თქვენ… თქვენ ,,ედინნაია როსია,, რას აკეთებთ? თქვენ ხომ მთელი ხალხი შეგაჩვენებთ?! თქვენ ცოტა ხანში შეგეშინდებათ თქვათ, რომ ამ პარტიის წევრები ხართ… თქვენ მალე დაამთავრებთ ამ თამაშს.. ჩვენ, ახალ ,,ბალოტნაიას,, მოგიწყობთ თქვენ… ეს ის ,,ბალოტნაია,, არ იქნება, სადაც გაქუცული ინტელიგენცია და მდიდრები გამოვიდნენ… ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა უკმაყოფილო ადამიანს გამოვიყვანთ ქუჩაში, თუ ეს თვითნებობა ასე გაგრძელდება… თქვენ არ შეგიძლიათ ჩაატაროთ სამართლიანი არჩევნები, ამიტომ გამოაცხადეთ თვითდათხოვნის შესახებ და გაეთრიეთ ყველა პარლამენტიდან რაც კი რუსეთის ფედერაციის ფარგლებშია… უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები როგორც დუმის, ასევე პრეზიდენტის… თქვენ ჩვენს ადგილზე დასვით თქვენი მუნიციპალური დეპუტატები და მერე აქვეყნებთ ყალბ ოქმებს, რომ თქვენი არჩევნები ყველამ აღიარა… არავის არანაირი არჩევნები არ უღიარებია… სირცხვილი თქვენ ,,ედინაია როსია,, და სირცხვილი მთელ თქვენს ხელისუფლებას… დაიკარგეთ სამუდამოდ… გაეთრიეთ დამპლებო, საზიზღრებო, დამნაშავეებო… მძუხლართ თქვე ნაძირლებო!,, ყვირილით განაცხადა ჟირინოვსკიმ დუმის ტრიბუნიდან და არჩევნების შემაჯამებელი ოქმიც დემონსტრაციულად დახია.

https://youtu.be/JP7Fr0FncBk

banner
წინა სტატიაშიერთ მატჩში გაშვებული 43 გოლის გამო მეკარე დააპატიმრეს
შემდეგი სტატიაევროკავშირი საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციას მხარს უჭერს