აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ს სამიტს ესწრება. შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ტრამპმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთობლივად გამართეს, აშშ-ს პრეზიდენტმა ალიანსის წევრები გააკრიტიკა, რადგან ისინი არ ხარჯავენ საკმარის თანხების თავდაცვაზე, ანუ მშპ-ს 2%-ს.
როგორც AP წერს, ნატო-ს ახალ შტაბ ბინაში ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები აშშ-ს პრეზიდენტის კრიტიკას უხერხული სიჩუმის ფონზე უსმენდნენ.
ტრამპის თქმით, ნატო-ს ყველა წევრი მშპ-ს 2%-ს რომ ხარჯავდეს თავდაცვაზე, ალიანსს დამატებით 119 მილიარდი დოლარი ექნებოდა მოდერნიზაციისთვის და კოლექტიური უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის. მისივე თქმით, ბოლო წლებია აშშ-მ იმაზე მეტს ხარჯავს თავდაცვაზე, რასაც დანარჩენი წევრი ქვეყნები ერთად აღებული.
„ეს უსამართლობაა ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის“, – აცხადებს ტრამპი.