აშშ-ის სენატი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს სავარაუდოდ, ზაფხულში განიხილავს

აშშ-ის სენატი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს სავარაუდოდ, ზაფხულში განიხილავს.

reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სენატორმა ბობ კორკერმა გააკეთა.

როგორც მოსალოდნელია, მოსკოვის მიმართ ახალი შეზღუდვების დაწესებას იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ სირიაში არსებული ვითარება არ შეიცვლება.

კორკერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილეროსნი უახლოეს ხანში წარდგება კომიტეტში და სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაზე ისაუბრებს.

სანქციების შესახებ კანონპროექტს ამის შემდეგ განხილავენ, თუ ამას კომიტეტის სხვა წევრებიც მოისურვებენ.

banner
წინა სტატიაში(video) ტრამპი ნატო-ს სამიტზე ალიანსს აკრიტიკებს
შემდეგი სტატია„რუსეთის ზეწოლა ვერ შეაჩერებს ვერც ალიანსს და ვერც ასპირანტ ქვეყანას“