რუსეთი სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის ფინანსებს ეძებს

აფხაზური მედიის ცნობით, რუსეთის კომპანიები მზად არიან წარმოადგინონ წინადადებები სოხუმის აეროპორტის მოდერნიზაციის შესახებ.
აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენელმა ვლადიმერ ნეკრასოვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აქტუალურია შესაბამისი ინვესტიციების მოძიების საკითხი.
ნეკრასოვი, რომელიც ამასწინათ დაინიშნა ამ თანამდებობაზე, შეხვდა უფუნქციოდ დარჩენილი აეროპორტის ხელმძღვანელობას.
მისი თქმით, აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის საჭირო ფინანსების მოძიება პრობლემური საკითხია, თუმცა ამ თემაზე მიდის მოლაპარაკება ციმბირის და ჩელიაბინსკის საავიაციო საწარმოებთან, რომელთა წარმომადგენლები აფხაზეთს უახლოეს პერიოდში ესტუმრებიან.
სოხუმის აეროპორტი მდებარეობას დაბა ბაბუშარაში, რომელიც ქალაქიდან 18 კილომეტრით არის დაშორებული. იგი აშენდა 1960-იან წლებში და ფუქნციონირებდა 1993 წლამდე. აეროპორტი გაანადგურა რუსულმა ავიაციამ აფხაზეთის ომის დროს. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ბაბუშარის აეროპორტს საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტად არ აღიარებს, რადგან სცნობს საქართველოს სუვერენიტეტს.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) ტრამპის სკანდალური საქციელი NATO-ს სამიტზე
შემდეგი სტატია(video) ტრამპი ნატო-ს სამიტზე ალიანსს აკრიტიკებს