(VIDEO) “სააკაშვილის განცხადებების გამო იძულებული გავხდით დაგვებარებინა უკრაინის წარმომადგენელი”

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნებაც” და ,,ნაციონალური მოძრაობაც” ტემპერატურის აწევას ცდილობდნენ, რაც გამიზნული იყო ამომრჩევლის მობილიზებაზე. სხვა ოპოზიციური პარტიები კი არ გაერთიანდნენ. პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამან განაპირობა , რომ პოლიტიკური ველი სრულიად პრივატიზებული გახდა ამ ორი პარტიისთვის. მარგველაშვილის თქმით, ის სააკაშვილის განცხადებების გამო იძულებული გახდა უკრაინის საელჩოსთვის მიემართა.

,,გვახსოვს სააკაშვილის განცხადებები, ისეთ დონემდე იყო ასული, რომ მოგვიხდა უკრაინის საელჩოს წარმომადგენლების დაბარება და ნათლად დაფიქსირება, რომ ასეთი ჩარევა არის მიუღებელი,”-განაცხადა გიორგიმარგველაშვილმა გადაცემა ,,არჩევანში”.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის ჩამოსვლით ქვეყანაში მშვიდი საარჩევნო დღის წესრიგი იქცეოდა ექსტრემალურ ვითარებად.

,,როცა ძებნილი პრეზიდენტი ჩამოდის იქ სადაც მასზე ძებნაა გაცხადებული, ეს ავტომატურად კონფლიქტია,”-განაცხადა მარგველაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=CY7LH6p4H44

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ორპარტიული პარლამენტი არის ადგილზე გაჩერება
შემდეგი სტატია“მე ამას გავაკეთებ” – პრეზიდენტი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე საუბრობს