გიორგი მარგველაშვილი: ორპარტიული პარლამენტი არის ადგილზე გაჩერება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჰქონდა იმედი, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტი იქნებოდა მრავალპარტიული, თუმცა ეს მისი თქმით, რამდენიმე მიზეზის გამო არ მოხერხდა.

,,მე ხმა მივეცი მრავალპარტიულ პარლამენტს და იმედიც მქონდა, რომა არჩევნები იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი პოლიტიკური სისტემის დახვეწისა და მივიღებდით არჩევნების შედეგად მრავალპარტიულ საკანონმდებლო ორგანოს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, “-განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, მივიღეთ ისეთივე პარლამენტი , როგორიც ეს იყო 2012 წელს. ის იმედოვნებდა, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში ხელისუფლება პირველად შეიცვალა დემოკრატიულად, არჩევნების გზით, უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა კიდევ უფრო დემოკრატიული და პარლამენტი იქნებოდა მრავალპარტიული.
პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი პარლამენტი არის ქვეყნის ადგილზე გაჩერება, თუმცა ეს არ არის უკან გადადგმული ნაბიჯი.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის სამხედრო ქარხანაში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატია(VIDEO) “სააკაშვილის განცხადებების გამო იძულებული გავხდით დაგვებარებინა უკრაინის წარმომადგენელი”