“მე ამას გავაკეთებ” – პრეზიდენტი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე საუბრობს

prezidenti1_10საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, არსებულ საარჩევნო სისტემას აკრიტიკებს და ქართულ ოცნებას 2012 წელს გაცემულ პირობას ახსენებს, რომლის თანახმად, საარჩევნო სისტემა უნდა შეცვლილიყო.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, ის მუდმივად მოუწოდებდა მმართველ გუნდს, დაეწყო ამაზე მუშაობა. ამ მიზნით მან წელიწადნახევრის წინ პოლიტიკური პარტიებიც გააერთიანა, თუმცა მასთან მიმდინარე შეხვედრებს კოალიციის წევრები არ დასწრებიან.

„მაშინ ასე იყო, რაიმე ტიპის წამოწყება თუ იყო პრეზიდენტის, იქ არდასწრება უფრო მიღებული ფორმა იყო, ვიდრე დასწრება,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ 2020 წელს ქვეყანა ორპარტიული პარლამენტით აღარ შეხვდება.

„საარჩევნო სისტემამ უზრუნველყო მაჟორიტარების უცნაური შედეგი. იმედი მაქვს, რომ 2020 წელს ჩვენ ორპარტიული პარლამენტიდან გადავალთ მართლა მრავალპარტიულამდე, თუმცა არგუმენტი, რატომ არ მომხდარიყო ეს 2016 წელს, არგუმენტი არ ისმოდა. მე საზოგადოების იმედი მაქვს და მე ამას გავაკეთებ,“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) “სააკაშვილის განცხადებების გამო იძულებული გავხდით დაგვებარებინა უკრაინის წარმომადგენელი”
შემდეგი სტატია“ეს პოლიტიკური საკითხია და არა პრობლემა”- ვინ აირჩევს პრეზიდენტს, ხალხი თუ პარლამენტი?