(video) სააკაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოში შემოდგომაზე დაბრუნდება

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ მშობლიურ საქართველოში უკვე შემოდგომაზე დაბრუნდება. ამის შესახებ მან განაცხადა უკრაინული „24-ე არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად სისხლისსამართლებრივი დევნისა, რომელიც მის წინააღმდეგ ხორციელდება და ამჟამინდელი ხელისფლების წარმომადგენელთა დაპირებისა, რომ ციხეში ჩასვამენ, მას ძალიან მალე გაუღებენ კარს. „მე მინდა, რომ ამას მივაღწიო ექსცესების გარეშე: არჩევნების და დემოკრატიული პროცედურების გზით. ეს უკვე ამ შემოდგომაზე მოხდება“- აღნიშნა სააკაშვილმა.
ქვემოთ იხილე სრული ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან – „აი, ასე სტყუის კიევი: გულახდილი საუბარი სამსახურის შესახებ, ხელის შეშლაზე და ოჯახზე“.

https://youtu.be/IiK2akn5p7w

banner
წინა სტატიაშიფრანგულმა ქალაქმა ბორდომ 2017 წელი საქართველოს წლად გამოაცხადა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი – თუ მექნება შესაძლობლობა, არჩენების შემდეგ გავაგრძელო ამ თანამდებობაზე ყოფნა, სიამოვნებით გავაკეთებ ამას