თინა ხიდაშელი – თუ მექნება შესაძლობლობა, არჩენების შემდეგ გავაგრძელო ამ თანამდებობაზე ყოფნა, სიამოვნებით გავაკეთებ ამას

tuna-xidaSeliმე ყველა ღონისძიებაზე, რომელზეც მივდივარ, მივდივარ, როგორც იმ მთავრობის მინისტრი, რომლის ხელმძღვანელიც არის გიორგი კვირიკაშვილი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.

თინა ხიდაშელმა კოალიციურ მთავრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აგური, რომელიც ქვეყნის განვითარების გზაზე დადო, იყო პარტია“ ქართული ოცნების“ და პარტია „რესპუბლიკელების“ დღევანდელი მდგომარეობა.

„მნიშვნლეოვანია ის კოალიციური რეჟიმი, რომელიც ჩვენ შევინარჩუნეთ მთავრობაში, ეს არის ევროპული ტიპის კოალიცია. შედგა პარტნიორულ-კონკურენტული თანამშრომლობა, პარტნიორობა იქ, სადაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. მე ყველა ღონისძიებაზე, რომელზეც მიდივარ, მივდივარ, როგორც იმ მთავრობის მინისტრი, რომლის ხელმძღვანელიც არის გიორგი კვირიკაშვილი. ყველა განცხადება, რომელსაც მე ვაკეთებ, ყველა დოკუმენტი, რომელსაც მე იქ წარვადგენ, ეს არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მთავრობის პოზიციების გამომხატველი, ეს არის პარტნიორობა. თუმცა არის საკითხები, რომელშიც განსხვავებული პოზიცია გვაქვს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა არჩევნების შემდეგ თავდაცვის მინისტრად დარჩენას, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემა, სიამოვნებით გააგრძელებს საქმიანობას.

„მე არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება ხუთი, ათი წლის, რამდენიმე თვის შემდეგ, მე არ ვიცი, რამდენი ხანი ვიქნები საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ამაზე მნიშვნელოვანი, ამაზე უფრო საპატივცემულო სამსახური მე არ მექნება, ამაზე უფრო მნიშვენლიოვან საქმეს მე ვერასოდეს მოვემსახურები. როდესაც დგახარ ქართველი ჯარისკაცების წინაშე და გაქვს განცდა, რომ ამ ბიჭებზე და გოგონებზე ზრუნვა გეკისრება, რომ მათზე აგებ პასუხს, მათი ცხორების გაუჯობესებისთვის მუშაობ, მე არ ვიცი, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი სამსახური. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართულ პოლიტკაში და ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში ეს მიდგომები არ დაიკარგოს. მე თუ მექნება შესაძლობლობა, არჩენების შემდეგ გავაგრძელო ამ თანამდებობაზე ყოფნა, დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურია, სადაც მე ვყოფილვარ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში(video) სააკაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოში შემოდგომაზე დაბრუნდება
შემდეგი სტატია“ვარშავის სამიტზე მე თავდაცვის მინისტრი ვიქნები”