ფრანგულმა ქალაქმა ბორდომ 2017 წელი საქართველოს წლად გამოაცხადა

ქალაქის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ საქართველო არათუ ღვინის ქვეყანაა, არამედ, ღვინის წარმოების უძველესი ტარდიციაც აქვს.
საერთოდ, საფრანგეთის ქალაქი ბორდო ღვინის ცივილიზაციის ცენტრად ითვლება. 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში, ამ ქალაქში საქართველო, როგორც საპატიო სტუმარი, მასშტაბურ გამოფენას – „ვენახი-საქართველო“ წარმოადგენს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასა და ღვინის კულტურის ფონდის ხელმძღვანელ სილვია კაზს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
შეგახსენებთ: 2013 წელს, იუნესკო-მ ქვევრში ქართული ღვინის დაყენების ტრადიცია კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის დედის ქელეხი ქურდებმა „გადაიხადეს“
შემდეგი სტატია(video) სააკაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოში შემოდგომაზე დაბრუნდება