(video) როგორ ერთობიან სამხრეთ ოსეთელი “ოქროს ახალგაზრდები”

“როგორ ერთობიან სამხრეთ ოსეთელი “ოქროს ახალგაზრდები” – ასეთი სათაურით ერთ-ერთი რუსული ინტერნეტ გამოცემა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტარციის ხელმძღვანელის ალან ტეხოვის ნათესავზე, რუსლან ტეხოვზე წერს, რომელმაც ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში არეულობა და სროლა მოაწყო. ჯიპში მყოფმა ერთ-ერთმა “ოქროს ახალგაზრდამ” ( ჯიპს ცხინვალის ნომრები ჰქონდა) მანქანიდან ცეცხლი გახსნა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ პოლიციელს “მანქანიდან, თითქმის პირდაპირ ესროდნენ” – ინფორმაციას ადგილობრივი შს განყოფილება ავრცელებს. საპატრულო მანქანის ვიდეორეგისტრატორის კადრები ქსელში გავრცელდა.
ამ დროისათვის “ცხინვალელი ოქროს ახალგაზრდები” დაკავებული არიან. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული – წერს რუსული ინტერნეტ გამოცემა.

 

https://youtu.be/eQ3gDUdPEzo

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მიმართავს მოსახლეობას
შემდეგი სტატიაკოკოითი: „მაღალი ეშელონები მზად არიან, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა საკუთარი პოლიტიკური კარიერის ხარჯზე გაყიდონ!“