კოკოითი: „მაღალი ეშელონები მზად არიან, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა საკუთარი პოლიტიკური კარიერის ხარჯზე გაყიდონ!“

რამდენიმე წუთის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სულ უფრო მეტად ახლოა საათი, როცა ჩვენი ხალხი უახლესი 5 წლით განვითარების ვექტორს აირჩევს. მესმის, რომ ხალხი გაყოფილია. ყველა რაღაცით მოტივირებს საკუთარ პოზიციას, მაგრამ არა – პატრიოტულ აზრებით. ზოგიერთი თავის პირად ინტერესს აყენებს წინ, ჩვენი ხალხის ინტერესების წინ, საითკენ მივდივართ? ხელისუფლების მაღალი ეშელონები მზად არიან, ჩვენი სახელმწიფოებრიობა გაყიდონ საკუთარი პოლიტიკური კარიერის ხარჯზე.
ის პერსონაჟები, რომლებიც ახლა „საჭესთან სხედან“, ყველაფერს აკეთებენ, რომ გამაჩერონ. მესმის, რომ შეიძლება, ჩემს მიმართ სიმპათიები არ გაქვთ, მაგრამ ერთ რამეზე თავს დავდებ: ეს ადამიანი ერთადერთია საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, რომელსაც სამშობლოსადმი სიყვარული ამოძრავებს… ის იდგა, დგას და იდგება ოსეთის ინტერესების მხარეს უკანასკნელ დღემდე. ყველას მხოლოდ ერთისკენ მოგიწოდებთ. გაიღვიძეთ, ოსებო!
ჩვენ, ყველანი დიდი ალანიის შვილები ვართ. დავდგეთ გვერდი-გვერდ და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ 9 აპრილს. ვერავინ გვიკარნახებს, ვინ ავირჩიოთ და ვინ – არა. ჩვენთან არს ღმერთი და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ჩვენს წინააღმდეგ!“
შეგახსენებთ, რომ თვითგამოცხადებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპრეზდენტო არჩევნებზე ედუარდ კოოითი, როგორც კანდიდატი, არ დაარეგისტრირეს.

banner
წინა სტატიაში(video) როგორ ერთობიან სამხრეთ ოსეთელი “ოქროს ახალგაზრდები”
შემდეგი სტატიაგია მაისაშვილი: ტომოგრაფიამ კვლავ სტაბილური შედეგი გვიჩვენა