აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მიმართავს მოსახლეობას

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებს

20 მარტს, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის მოსახლეობას სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ “ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სტაბილურობა და საზოგადოებრივი თანხმობისკენ სწრაფვა არის საზოგადოების სხვადასხვა ფენის დამსახურება.” მისი თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობა შეთანხმების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
“ჩვენ ღირსეულად გადავლახეთ გასული წლის დეკემბერში არსებული წინააღმდეგობები… გაჩნდა ხალხისა და ქვეყნის წინაშე შექმნილი პრობლემების დიალოგის გზით მოგვარების გონივრული კომპრომისების შანსი, თუმცა, აღნიშნული სიტუაცია და მოვლენების ამდაგვარი განვითარება გარკვეულ პირებს არ აწყობთ. მათ ნებისმიერ ფასად დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის შექმნა სურთ” – ნათქვამია ხაჯიმბას მიმართვაში.
მაგალითისთვის მან დაასახელა აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანასკნელ დღეებში მომხდარი მანქანის დაცხრილვა, საცხოვრებელი სახლის დაწვა (შემთხვევა გალის რაიონში მოხდა – რედ), შანტაჟის მცდელობა და მუქარა, რომელსაც ე.წ. საპარლამენტო დეპუტატობის კანდიდატების მისამართით ჰქონდა ადგილი.
ხაჯიმბა იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები დააკავებენ დამნაშავეებს “აფხაზეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდად, ცივილურად და კონსტიტუციის ფარგლებში ჩაიაროს…დარწმუნებული ვარ, ჩვენი სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობაში კიდევ ერთ ეტაპს გადავლახავთ” – აღნიშნავს ხაჯიმბა.

https://youtu.be/dSaUL6fkOdw

banner
წინა სტატიაშიდოდონა კიზირია: „თუ სამეგრელომ მიგვატოვა, ჩათვალეთ, აღარაფერი გვეშველება!“
შემდეგი სტატია(video) როგორ ერთობიან სამხრეთ ოსეთელი “ოქროს ახალგაზრდები”