(video) ნინო ბურჯანაძე: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ილუზიაა და ქვეყანა „ვერ გახდება და არ უნდა გახდეს ნატოს წევრი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 14, 2017 01:10

(video) ნინო ბურჯანაძე: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ილუზიაა და ქვეყანა „ვერ გახდება და არ უნდა გახდეს ნატოს წევრი

ნინო ბურჯანაძე რუსეთთან კარგი ურთიერთობის მომხრეა, თუმცა აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორიებში შედიოდეს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს არ ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას გააძლიერებს და ინტერესებს დაიცავს.

„რუსეთის ინტერესებში არ შედის ის, რომ მისი საზღვრების მიჯნაზე იყოს ამერიკის ან ნატოს სამხედრო ბაზები,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძე.

მან მცოცავ ოკუპაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ არა ერთი განცხადება გააკეთა და დაამატა, რომ ის გმობს მცოცავ ოკუპაციას. თუმცა, ის ხელისუფლებას აკრიტიკებს პირდაპირი მოლაპარაკებების არარსებობის გამო.

„ვიდრე ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რუსეთთან ლაპარაკი არის ქვეყნის ღალატი, მე უნდა ვთქვა, რომ ის პოლიტიკური ძალები, ალბათ, უნებლიედ, ნამდვილად წყალს ასხამენ რუსეთის წისქვილზე,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ილუზიაა და ქვეყანა „ვერ გახდება და არ უნდა გახდეს ნატოს წევრი.” ნინო ბურჯანაძის თქმით, 2008 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაცია გაცილებით სხვანაირი იყო, ვიდრე დღეს.

„2008 წლამდე საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი ჰქონდა,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და დაამატა, რომ ამ ეტაპზე რუსეთს დასავლეთი საქართველოს გამო ომს არ დაუწყებს.

სრული ვერსია/

 

https://youtu.be/s7KzJ8ILovU

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 14, 2017 01:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics