(video) ბერძენიშვილი: „ოკუპაციაც მოხდება, ის ტერიტორიებიც არ დაბრუნდება

„არ არსებობს რუსული პროპაგანდისტული მანქანის ჭანჭიკიც, რომელიც საქართველოში არ მოქმედებდეს,“ – რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში, საქართველოში არსებული პრორუსული პროპაგანდის შესახებ საუბრობს.

„ოკუპაციაც მოხდება, ის ტერიტორიებიც არ დაბრუნდება, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი თავის არცერთ გადაწყვეტილებაზე, საუკუნეების მანძილზე,“ – ამბობს ბერძენიშვილი.

ლევან ბერძენიშვილი ერეკლე მეორის საზოგადოების შესახებ საუბრობს და დარწმუნებულია იმაში, რომ ორგანიზაცია რუსული თანხებით ფინანსდება.

„როდესაც ხელისუფლების ერთი შტო მუშაობდა იმაზე, რომ შეგვესრულებინა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, ძალიან ბევრი ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო, ისახელა თავი საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ძალიან ბევრი რამე გაკეთდა და ამ დროს ძალიან გაფაქიზებული აქვს სმენა მთელს ევროპას, რომ ქართველებმა რაიმე ისეთი არ თქვან და ამ დროს უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე გამოვიდა და თქვა, რომ არ გვინდა ნატო,“ – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

მისი თქმით, მაშინ, გოგი თოფაძის ამ განცხადების გამართლება უმრავლესობის სხვა წევრებმა სცადეს.

„რა თქმა უნდა, ეს არის ივანიშვილის თამაშები. თამაში არის ასეთი, რომ ევროპაც მინდა, მაგრამ რუსეთსაც თვალს ჩავუპაჭუნებ, იმიტომ რომ რამე რომ იყოს, ისიც ძალიან მჭირდება,“ – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, „ეს არის ის, რომ საქართველოში ხელისუფლება არის უპასუხისმგებლო რუსეთთან მიმართებაში.“

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი ლევან ბერძენიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს. ლევან ბერძენიშვილი მთავარ პრობლემას განათლებაში ხედავს.

“მე აბსოლუტურად არ მგონია, რომ ჩვენ აკრძალვების გზით შეგვიძლია რამეს მივაღწიოთ. მთელ ქვეყანაში არის ერთადერთი პრობლემა, ეს არის განათლების პრობლემა. საზოგადოება ჩვენი გაუნათლებელია. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარეს, არ უყვარს პრეზიდენტი, ეს გასაგებია. მიდის პრეზიდენტის მასთან სტუმრად, არ უყურებს სახეში და გვერდით იხედება. ჩვენ ვამბობთ, რომ სახლში არ არის გაზრდილი. რომ ესწავლა ვაჟა-ფშაველას სტუმარ-მასპინძელი მაინც, ეცოდინებოდა, რომ სტუმარი რომ მოდის, პრეზიდენტი კაცი კი არა, უბრალოდ სტუმარი, იმას უნდა შეხვდე. ჩვენი განათლება ამას გვასწავლის, ის უბრალოდ გაუნათლებელია. არა მარტო ირაკლი კობახიძე, ჩვენი მთავარი პრობლემა ეს არის“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში”.

https://youtu.be/tcJ7jTbsulo

 

banner
წინა სტატიაში(video) ნინო ბურჯანაძე: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ილუზიაა და ქვეყანა „ვერ გახდება და არ უნდა გახდეს ნატოს წევრი
შემდეგი სტატიაასადმა იდლიბის ქიმიურ შეტევას “ფაბრიკაცია” უწოდა