პაატა ბურჭულაძე მიხაილოვის თეატრის საოპერო დასს უხელმძღვანელებს

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტიზე” დაყრდნობით “ნეტგაზეთი” იუწყება, რომ პაატა ბურჭულაძე მიხაილოვის თეატრის საოპერო დასს უხელმძღვანელებს. სააგენტოს ცნობით, ეს ინფორმაცია მათ თეატრის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

ამ პოსტს ბურჭულაძე 2017 წლის 1 ივლისიდან დაიკავებს, ხოლო 18 აპრილს მას თეატრში წარადგენენ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე.

მიხაილოვის თეატრში ბურჭულაძე არა მხოლოდ საოპერო ჯგუფს უხელმძღვანელებს, არამედ ექნება გამოსვლები, როგორც ვოკალისტსაც.

ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე გასულ წელს საქართველოში სათავეში ჩაუდგა პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც რამდენიმე სხვა პარტიასთან ერთად შექმნა საარჩევნო ბლოკი და მიიღო კიდეც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. ამის შემდეგ მას სხვა პოლიტიკური აქტივობები აღარ ჰქონია.

banner
წინა სტატიაში“ოლიგარქიული არხები მბლოკავენ, CNN კი მეორე დღეა, რუსულ-ამერიკული ურთიერთობების განხილვაზე მიწვევს”
შემდეგი სტატია(video) ნინო ბურჯანაძე: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ილუზიაა და ქვეყანა „ვერ გახდება და არ უნდა გახდეს ნატოს წევრი