(video) ლავროვმა Reuters-ის ოპერატორს „დებილი“ უწოდა

ეს მოხდა ჰამბურგში, გერმანიის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ორმხრივი შეხვედრის დაწყებამდე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ოპერატორს „დებილი“ უწოდა. გავრცელებულ კადრებში აღბეჭდილია კორიდორში მიმავალი ლავროვი, რომელიც ოპერატორს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: What do you want? („რა გინდათ?“), რის შემდეგ იგი დასძენს : „დებილები“.
გარდა ამისა, როდესაც დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული გადაღება, ლავროვმა ჟურნალისტებს უთხრა: „შეგიძლიათ გაეთრიოთ“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვა „დებილს“ საჯარო სივრცეში პირველად არ ხმარობს.

https://youtu.be/qJOg_p7qMzw

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში პოლიტიკური დაძაბულობა მატულობს
შემდეგი სტატიაობამამ საპრეზიდენტო არჩევნების გამოძიების ბრძანება გასცა