აფხაზეთში პოლიტიკური დაძაბულობა მატულობს

newsnews
ავტ.: newsnews დეკემბერი 9, 2016 22:42

აფხაზეთში პოლიტიკური  დაძაბულობა მატულობს

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სიტუაცია ისე დაძაბა, რომ თავად დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ მალავენ პოლიტიკური კრიზისისა და რეგიონში არსებული უკიდურესად დაძაბული სიტუაციის რეალობას.
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯინბასა და მმართველი გუნდის მიმართ ოპოზიციის მწვავე კრიტიკა და მიტინგები ბოლო წლების განმავლობაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუმცა ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სოჭში დაკავებამ მოვლენებს სიმწვავე შემატა და სეპარატისტულ რეგიონში დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. საქმე იქამდი მივიდა, რომ ოპოზიცია ხაჯინბას და მის გუნდს რუსეთის მარიონეტობაში და რუსული სპეცსამსახურების მეშვეობით პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულ უკანონონო ქმედებებში ადანაშაულებს, რის გამოც გადაყენებით ემუქრება.
9 დეკემბერს გამართულ ,,ამცახარას,, მეშვიდე ყრილობაზე, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირინა აგრბამ განაცხადა… ,,ამ დაძაბულობის დროს ხაჯინბა მხარდაჭერას ეძებს იმ ძალებში, რომლებმაც ის 2014 წელს სახელმწიფო გადატრიალებაზე შთააგონა… ვაღიარებთ რა რუსეთის პრეზიდენტის უდავო ავტორიტეტს, ჩვენ გვესმის კრემლში ხაჯინბას მიღებით გამოხატული კურსი და მიმართულებები, ჩვენ ვრჩებით რუსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ერთგულებად, მტკიცედ ვართ დარწმუნებულები, რომ იკვე ვერაფერი აწევს ჩვენი რესპუბლიკის მარიონეტი პრეზიდენტის ავტორიტეტს,, განაცხადა 9 დეკემბერს გამართულ ,,ამცახარას,, მეშვიდე ყრილობაზე, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირინა აგრბამ.

https://youtu.be/0cxV-Gbdgdo

 
პარტია ,,ერთიანი აფხაზეთისა,, და მისი ლიდერის სერგეი შამბას ინიციატივით, დე-ფაქტო პარლამენტის ფარგლებში დაპირისპირებულ ძალებს შორის გამართულ დიალოგს აფხაზური მედიის ინფორმაციით პოზიტიური შედეგები არ მოჰყოლია და რადიკალურად განწყობილები ,,ამცახარას,, მეთაურობით სიტუაციის დაძაბვას განაგრძნობენ. სერგეი შანბას განცხადებით ,,ოპოზიცია და ხელისუფლება რახან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა, ორივე მხარე გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს და კონსესნუსს უნდა მიაღწიონ,, თუმცა რადიკალური ოპოზიცია ამ დროისთვის თავის აზრზეა და ხაჯინბას გადადგომას მოითხოვს.
თავად დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა, გადადგომას არ აპირებს და რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს ,,უფროსი ძმისგან,, მიღებული დავალებების შესრულებაზე საუბრობს… სოხუმში ჩასულ რუსეთის პრემიერის მოადგილესთან – ალექსანდრ ხლოპონინთან შეხვედრისას, ხაჯინბამ სწორედ პუტინთან შეხვედრის დროინდელი დავალებები ახსენა, რაზეც რუსეთის წარმომადგენელმა ამ საკითხებში დახმარება და 2017 წლისთვის ყველა საკითხზე ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფაზე მზადყოფნა დაადასტურა.
პარალელურად აფხაზეთში დეფაქტო რეჟიმის შსს-ს მიერ გაძლერებული რეიდები ხორციელდება, რასაც მოსახლეობა პოლიტიკური დაძაბულობით ხსნის, თუმცა აფხაზი სამართალდამცავები ამ რეიდებს უკანონო იარაღის ამოღებისა და ძებნაში მყოფი პირების დაკავების მოტივით ხსნიან.
,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

https://youtu.be/-1OfvMYJKv0

newsnews
ავტ.: newsnews დეკემბერი 9, 2016 22:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,410
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics