ობამამ საპრეზიდენტო არჩევნების გამოძიების ბრძანება გასცა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე კიბერ და გარე ზემოქმედებების დასადგენად, უსაფრთხოების სპეციალურ სამსახურებს გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა…ამის შესახებ თეთრი სახლის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მრჩეველმა ლიზა მონაკომ განაცხადა.
გაზეთ ,,Christian Science Monitor,,-ის მიერ მოწყობილ საუზმეზე მყოფი ლიზა მონაკოს განცხადებით, ობამას გადაწყვეტილება სწორია და ის ქვეყნის უსაფრთხოების დაცვით არის ნაკარნახევი.
,,გამოძიება არჩევნების ჩატარებისა დეტალური მონაცემების და მისი შედეგების სიზუსტის შესახებ დასკვნას დადებს,, აცხადებს მონაკო, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიების დასკვნა, ობამას საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე – 2017 წლის 20 იანვრამდე იქნება მომზადებული და ეს დასკვნა ანალიზისთვის აშშ-ს კონგრესს გადაეცემა.

banner
წინა სტატიაში(video) ლავროვმა Reuters-ის ოპერატორს „დებილი“ უწოდა
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეა პრეზიდენტის გარეშე დარჩა