(video) ლავროვმა და ხაჯიმბამ სოხუმში პრესკონფერენცია ჩაატარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან ერთად დღეს პრეს-კონფერენცია ჩაატარა. “ჩვენ დაინტერესებულები ვართ თქვენს კურსს მხარი დავუჭიროთ, რომელიც აფხაზეთის ყოველი მკვიდრისთვის თანასწორ უფლებებს გულისხმობს, რომ მათ თავი დაცულად და ეროვნულ ერთიანობაში იგრძნონ” – განაცხადა ლავროვმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოხარულია აფხაზეთში კიდევ ერთხელ ვიზიტით. “სასიამოვნოა ისევ აფხაზეთში ყოფნა. გუშინ რუსეთის საელჩოს ვესტუმრეთ, ნამდვილად ეს სოხუმში ცენტრალური ადგილია და ძალიან კომფორტული პირობებია ჩვენი თანამშრომლებისათვის. ის, რომ ჩვენ ასეთი დიდი საელჩო გავხსენით აფხაზეთში, ჩვენი კავშირის კონტექსტს კიდევ ერთხელ უსმევს ხაზს” – თქვა ლავროვმა.
პრესკონფერენციაზე რუსმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება აფხაზეთის კოლექტიული უსაფრთხოების შეთანხმების კომისიასთან თანამშრომლობას. მისი თქმით, ‘ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მასში შემავალი ქვეყნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და რომელშიც გაერთიანება აფხაზეთისთვის იმ ურთიერთობის გარანტია იქნება, რაც ახლა არსებობს რუსეთ-აფხაზეთს შორის”.

სერგეი ლავროვი აფხაზეთში 18 აპრილს ჩავიდა.

 

https://youtu.be/yCoMTt4sZFQ

banner
წინა სტატიაშითუ დავინახავთ, რომ ოცნება ჯიუტობს და არ ცვლის ფორმულირებას, ჩვენი ადგილი კომისიაში არ იქნება
შემდეგი სტატიამაშველები მტკვარში 5 დღეა მოკლული კაცის ცხედარს ეძებენ