თუ დავინახავთ, რომ ოცნება ჯიუტობს და არ ცვლის ფორმულირებას, ჩვენი ადგილი კომისიაში არ იქნება

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრეზინტის პირდაპირი წესის არჩევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თუ “ქართული ოცნება” ქართველ ხალხს ამ უფლებას წაართმევს ისინი კომისიას დატოვებენ.

,,ჩვენ ვერ მივცემთ ლეგიტიმაციას იმ უსამართლობას, რასაც ამ თვალსაზრისით ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა ჩაიდენს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს დოკუმენტი დღეს საღამომდე უნდა მოვიდეს კომისიის წევრებთან და ბუნებრივია, ეს უკვე მოგვცემს საშუალებას შევაფასოთ რა გზას ირჩევს ქართული ოცნება – მოდის კომპრომისზე თუ ის ჯიუტობს და უნდა, რომ ხალხს წაართვას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება,’’- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,რატომ უნდა დაწესდეს კონსტიტუციაში შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით”- ომბუდსმენი
შემდეგი სტატია(video) ლავროვმა და ხაჯიმბამ სოხუმში პრესკონფერენცია ჩაატარეს