მაშველები მტკვარში 5 დღეა მოკლული კაცის ცხედარს ეძებენ

უკვე 5 დღეა მაშველები მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. როგორც ირკვევა ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მტკვარში გადააგდეს. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

მოკლულია ზუგდიდელი ახალგაზრდა ირაკლი უბირია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მკვლელობის ფაქტი უკვე გახსნილია და პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, ერთი პირი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლითაა დაკავებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, მეორეს კი ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

banner
წინა სტატიაში(video) ლავროვმა და ხაჯიმბამ სოხუმში პრესკონფერენცია ჩაატარეს
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეაში გაგზავნილმა ამერიკულმა ავიამზიდმა გზიდან გადაუხვია