(Video) ერთი კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი “ოცნების“ სალაროში – მორიგი სკანდალური ჩანაწერი

მორიგი სკანდალური ჩანაწერი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე – „კურიერმა“ აუდიო ჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება.

გაშიფრულია სქემა, თუ როგორ ახორციელებს რეკეტს ხელისუფლება სიგარეტის ბაზრის მოთამაშეებზე და როგორ მიდის თანხა „ქართული ოცნების“ სალაროში.

აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.

„თბილისის თამბაქოს“ დირექტორი, ლექსო ანდრიაძე ესაუბრება „ომეგას“ მენეჯმენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სადაც ამბობს, რომ ყველა გაყიდული კოლოფიდან თანხა პარტიის ფონდებში მიდის.

https://www.youtube.com/watch?v=b1KWQqu-rDU&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს და აჭარაში მოსალოდნელ პროვოკაციებში ენმ-ს წინასწარ ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაინტოქსიკაციის გამო, წყალტუბოდან ქუთაისის კლინიკაში კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს