“ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს და აჭარაში მოსალოდნელ პროვოკაციებში ენმ-ს წინასწარ ადანაშაულებს

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

„ქართული ოცნება“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და დღეს აჭარაში მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს. მმართველი გუნდი შესაძლო პროვოკაციებში ნაციონალურ მოძრაობას წინასწარ ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 24 სექტემბერს, აჭარაში, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები.

ისევე, როგორც გასული წინასაარჩევნო კამპანიების პერიოდში, ნაციონალური მოძრაობა არც ამჯერად ცვლის მისთვის ჩვეულ მეთოდებს და კვლავაც ცდილობს წინასააჩევნო პროცესში პროვოკაციების გზით დაძაბულობის კერების შექმნას.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, არ აყვნენ ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციებს და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში შეინარჩუნონ სიმშვიდე.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი ნებაა არაძალადობრივი და მშვიდობიანი გზით დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რისთვისაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას ადგილობრივთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საერთაშორისო დამკვირვებლები დაესწრებიან.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში, ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებს.“- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ხელშესახები წარმატება აქვს
შემდეგი სტატია(Video) ერთი კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი “ოცნების“ სალაროში – მორიგი სკანდალური ჩანაწერი