ინტოქსიკაციის გამო, წყალტუბოდან ქუთაისის კლინიკაში კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს

ინტოქსიკაციის გამო, წყალტუბოდან ქუთაისის კლინიკაში კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს. ბავშვები კლინიკა “მედიქალ სითიში” წუხელ ეტაპობრივად შეიყვანეს. კლინიკის ინფექციურ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი ნუგზარ მაღლაკელიძე აცხადებს, რომ ბავშვები კლინიკაში იგივე სიმპტომებით მოხვდნენ, რაც წინა შემთხვევებში. მისივე თქმით, ჯერჯერობით ვარაუდია შიგელოზზე, რაც არის ნაწლავური ინფექცია, რომლის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, ბოსტნეული ან რძის ნაწარმი იყოს, თუმცა დაზუსტებით ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ.

რაც შეეხება წინა დღეებში შეყვანილ 11 ბავშვს, მათგან 4 გაეწერა, 7 კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვების მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. მომხდარის გამო მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა.

banner
წინა სტატიაში(Video) ერთი კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი “ოცნების“ სალაროში – მორიგი სკანდალური ჩანაწერი
შემდეგი სტატიაელიზაბეთ რუდი : საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის განვითარების მხრივ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა