(video) ამერიკელმა ეტლით მოსარგებლე მოხუცს ბიუსჰალტერიდან ფული ამოაცალა

ნიუ-იორკში დააკავეს ახალგაზრდა, რომელიც მედიამ შერაცხა როგორც “ყველაზე საშინელი მამაკაცი ქალაქში”. მან 93 წლის ეტლით მოსარგებლე მოხუცს  ბიუსჰალტერიდან  ფული ამოაცალა. დანაშაულის ვიდეოს New York Post-ი აქვეყნებს.
მოხუცი მაღაზიაში ჩუსტების საყიდლად იყო მისული. მისი თანმხლები ქალბატონი ნივთებს ათვალიერებდა. ამ დროს ახალგაზრდა მამაკაცმა ქალს კონვერტში გახვეული ფული ბიუსჰალტრიდან ამოაცალა. კონვერტში 600 დოლარი იდო.
დამნაშავე 26 წლის ბრაიან ლოპესია. ის შემთხვევიდან ორ დღეში დააკავეს.

https://youtu.be/9hO9IbPykJ4

banner
წინა სტატიაშიპეტერბურგში “კანონიერი ქურდი” ალხაზ გუდაუთსკი დაიჭირეს
შემდეგი სტატიააფხაზეთში 4 ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა