(+ვიდეო) ახალციხეში მოსწავლეებს სასკოლო ავტობუსის მომსახურება მოუხსნეს

ახალციხეში, სოფელ ყულალისში მცხოვრებ მოსწავლეებს სასკოლო ავტობუსის მომსახურება მოუხსნეს. მოსწავლეებს რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სოფელ პამაჯის სკოლაში ფეხით სიარული უწევთ. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ისინი წაგებული არჩევნების გამო დაისაჯნენ. მომხდარში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს სოფელ ყულალისში გამგებლის წარმომადგენელი კარლენ კარახანიანი და ირწმუნება, რომ სასკოლო ავტობუსი მწყობრიდან გამოვიდა. კომენტარზე უარს ამბობს ავტობუსის მძღოლი .

სკოლის დირექტორი კი აცხადებს, რომ, მოსწავლეები ყულალისიდან პამაჯში მისი კეთილი ნების გამო დადიოდნენ ავტობუსით, ახლა კი ბავშვების რაოდენობა გაიზარდა და ავტობუსი ორჯერ ვერ მივა. გარდა ამისა, ყულალისი პამაჯიდან 2 კილომეტრშია და ამ გზის გავლა მოსწავლეებს ფეხითაც შეუძლიათ.

ახალციხის სოფლები: ყულალისი, დიდი და პატარა პამაჯი, ორალი და ყულალისი, ახალციხის მე–18 საარჩევნო უბანი იყო. პარლამენტის არჩევნების პირველ ტურში, ამ უბანზე “ქართულმა ოცნებამ” 268, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კი 230 ხმა მიიღო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ენმ”-დანვაჟა ჩიტაშვილი სკოლის მოსწავლეებისთვის ავტობუსის მომსახურების მოხსნას, პოლიტიკას უკავშირებს და ამბობს, რომ ყულალისიდან ხმების უმეტესობა მას ერგო და ხალხი მხარდაჭერას ღიად უდასტურებს.

წყარო: “სამხრეთის კარიბჭე”

banner
წინა სტატიაშიქუთაისში სახლის აივანი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: დედამიწის ზურგზე, ეჭვი არავის შეაქვს “ქართული ოცნების” პროდასავლურობაში