ქუთაისში სახლის აივანი ჩამოინგრა

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩის #2-ში სახლის აივანი ნაწილობრივ ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შენობის მიმდებრე ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გამვლელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დროებითი მესერი შემოავლეს.

ადგილობრივების განცხადებით, შენობა ავარიულია და ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის რეაბილიტაციას სთხოვენ. ორსართულიანი სახლი წინა საუკუნეშია აგებული. მეორე სართული საცხოვრებლად უვარგისია. პირველ სართულზე კი მხოლოდ 2 მაღაზია ფუნქციონირებს.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა საფრანგეთთან უფრო ღრმავდება
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ახალციხეში მოსწავლეებს სასკოლო ავტობუსის მომსახურება მოუხსნეს