ნოდარ ხადური: დედამიწის ზურგზე, ეჭვი არავის შეაქვს “ქართული ოცნების” პროდასავლურობაში

“სწორედ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რეალურად დასრულების ფაზაზეა მისული ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ხელისუფლებისადმი საზოგადოების ერთი ნაწილის მიმართვაზე საუბრისას განუცხადა.

წერილის ავტორები პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, სთხოვონ თავიანთ მხარდამჭერებს, არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციას დაუჭირონ.

“საქართველოს მთავრობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში გადადგა უპრეცედენტოდ დიდი ნაბიჯები NATO-სა და ევროკავშირის მიმართულებით. ასე რომ, არავის დედამიწის ზურგზე, გარდა იმისა, ვისაც არ უნდა ეს დაინახოს, ეჭვი არ ეპარება “ქართული ოცნების” პროდასავლურობაში”, – განაცხადა ხადურმა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ახალციხეში მოსწავლეებს სასკოლო ავტობუსის მომსახურება მოუხსნეს
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე: პოლიტსაბჭოს სხდომაზე სანდრა რულოვსს არ უთქვამს, რომ ის პარლამენტში შესვლას არ აპირებს