ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ განხორციელებულ ძალადობას

ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ განხორციელებულ ძალადობას

ჩვენ ვაღიარებთ რა ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ნადეჟდა სავჩენკო არის რუსეთის ფედერაციის მმართველი ელიტის პირადი პატიმარი და მის მიმართ გამოტანილი ნებისმიერი სახის განაჩენი არის და იქნება უკანონო, რადგან რუსეთის ფედერაციის სასამართლო სისტემა არის კრემლის პოლიტიკური ინტერესების პირდაპირი გამტარებელი. ჩვენ ვუერთდებით რა საერთაშორისო საზოგადოების პროტესტს ამ ფაქტის მიმართ, ვიზიარებთ პასუხისმგებლობას და შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთის ფედერაციის მრავალგზის უკანონო ქმედების გამო, რომელთაგან ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქე ნადეჟდა სავჩენკოს უკანონო პატიმრობაა. ადამიანი არის დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი ღირებულება, ამ ღირებულების ირგვლივ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია და ჩვენ ვალდებული ვართ ერთიანი ძალისხმევით დავიცვათ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და საქართველოს პარლამენტს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ დაგმობილ იქნეს აღნიშნული ფაქტი და საქართველომ მოითხოვოს რუსეთის ფედერაციისგან ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა და ნადეჟდა სავჩენკოს დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

“ლიბერალ დემოკრატები”

banner
წინა სტატიაშისომხეთი და ირანის ისლამური რესპუბლიკა: სტრატეგიული თანამშრომლობა
შემდეგი სტატიავაშინგტონში დააკავეს მამაკაცი, რომელიც თეთრ სახლში აპირებდა შეღწევას