სომხეთი და ირანის ისლამური რესპუბლიკა: სტრატეგიული თანამშრომლობა

სომხეთსა და ირანს შორის დამხარებულია თანამშრომლობა სპეცსამსახურების ხაზით, რომლის საქმიანობა 90-იან წლებიდან 2012/14 წლამდე ძირითადად მიმართული იყო აზერბაიჯანის წინააღმდეგ:

ვასილ პაპავა

 

         რეგულარული კონსულტაციები და სადაზვერვო მონაცემების გაცვლა;

         სომხეთში დაზვერვის ტექნიკური საშუალებების განლაგება;

         აგენტურის გაგზავნა აზერბაიჯანში.

სომხეთში ირანის მთავარი ამოცანაა – არ დაუშვას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური რეალობის შეცვლა, ანუ პროდასავლური ვექტორის არჩევა. ამ ამოცანის გადასაწყვეტად მიმდინარეობს თანამშრომლობა ადგილობრივ მედიასთან და პოლიტიკოსებთან, ასევე რესპუბლიკის საქმიანი და სამხედრო წრეებში პროირანული ლობის გაძლიერებით. პარალელურად, თეირანის საიდუმლო სამსახურები ყურადღებით აკვირდებიან რესპუბლიკაში აშშ-სა და დასავლეთ ევროპის სომხური ლობის ვიზიტებს და საქმიანობას, რადგან ირანი მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაციით შესაძლოა ისარგებლოს ვაშინგტონმა. ამერიკელებს სავსებით შეუძლიათ გადმოიბირონ სომხები თავიანთ მხარეს ეკონომიკური დახმარებისა და ყარაბაღის საკითხში მხარდაჭერის სანაცვლოდ.

ირანი ცდილობს სომხეთში არსებული ქურთების გასამხედროებული ორგანიზაცია PKK-ს წარმომადგენლების გამოყენებით მოიპოვოს ოპერატიული ინფორმაცია თურქეთში და დასავლეთში (ევროპის იმ ქვეყნებში სადაც PKK-ს გააჩნია საკმაოდ ფართო აგენტურული ქსელი. ძირითადი აქცენტი კეთდება პოლიტიკური დევნილების სტატუსით მყოფ ადამიანებზე). სანაცვლოდ, თეირანი მზადაა დაეხმაროს სომხეთს გაატაროს თავისი აგენტები ირანის აგენტურული არხების მეშვეობით იმ ქვეყნებში, რომელიც წარმოადგენს ინტერესს ერევნისათვის. პირველ რიგში – აზერბაიჯანში.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის სპეცსამსახურები და ძალოვანი სტრუქტურები არიან რუსეთის “ფსბ”-ს ყველაზე მთავარი მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში. ცნობისთვის, რუსეთის “ფსბ”-ს სასაზღვრო ჯგუფი სომხეთის მხარესთან ერთად იცავს თურქეთისა და ირანის საზღვარს.

ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში)

banner
წინა სტატიაშიკერმა სავჩენკოს სასამართლოს მინსკის ხელშეკრულების დარღვევა უწოდა
შემდეგი სტატიავგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ განხორციელებულ ძალადობას