ვაშინგტონში დააკავეს მამაკაცი, რომელიც თეთრ სახლში აპირებდა შეღწევას

ვაშინგტონში დააკავეს მამაკაცი, რომელიც თეთრ სახლში აპირებდა შეღწევას

თეთრი სახლის დაცვამ, ვაშინგტონში დააკავა მამაკაცი, რომელიც ტურისტების თვალწინ თეთრ სახლში აპირებდა გადასვლას – ამის შესახებ The Washington Post-ი წერს. ინციდენტი მოხდა გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16.30 წუთზე. საიდუმლო სამსახურის აგენტებმა, რომლებიც აშშ-ს პრეზიდენტის დაცვაზე არიან პასუხისმგებელი, მამაკაცი მაშინ შენიშნეს, როცა ის კედელზე ძვრებოდა.
როგორც სპეცსამსახური ავრცელებს, მამაკაცი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან ძვრებოდა, საიდანაც ვერ მოხვდებოდა თეთრი სახლის რეზიდენციაში და “ინციდენტი ამოიწურა”. დაკავებული პოლიციას გადაეცა.
საიდუმლო სამსახურმა უარი განაცხადა დაეკონკრეტებინა, ინციდენტის დროს თეთრ სახლში იმყოფებოდა თუ არა ბარაკ ობამა.
The Washington Post-ის თქმით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა მსგავსი შემთხვევა.

banner
წინა სტატიაშივგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ განხორციელებულ ძალადობას
შემდეგი სტატიააშშ იაცენიუკის გადაყენების ვადაზე საუბრობს