ვერშემდგარი თვითმკვლელობის წინ დაწერილი ბოდლერის წერილი 234 ათას ევროდ გაიყიდა

ფრანგი პოეტის შარლ ბოდლერის წერილი, სადაც ის თვითმკვლელობის სურვილზე საუბრობს, დღეს აუქციონზე 234 ათას ევროდ გაიყიდა. ეს მოსალოდნელ თანხაზე სამჯერ მეტია. წერილი 1845 წლის 30 ივნისით არის დათარიღებული. მასში პოეტი საკუთარ სატრფოს ჟანა დიუვალს წერს, რომ იმ მომენტისათვის, როცა ის ბარათს წაიკითხავს, პოეტი უკვე მკვდარი იქნება. თვითმკვლელობის მიზეზად ის მოწყენას ასახელებს -წერს “ბიბისი” .

იმ დღეს ბოდლერის მიერ მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო არ აღმოჩნდა. ამ ვერშემდგარი თვითმკვლელობის შემდეგ პოეტმა 22 წელი იცოცხლა. ამ პერიოდში მან ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შექმნა. მათ შორის, “ბოროტების ყვავილები”.

banner
წინა სტატიაშიირანსთვის აშშ-ს მკაცრი სანქციები ამოქმედდა
შემდეგი სტატიატრამპმა განაცხადა, რომ Google, Facebook-ი და Amazon-ი ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას არღვევენ