ტრამპმა განაცხადა, რომ Google, Facebook-ი და Amazon-ი ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას არღვევენ

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Google, Facebook-ი და Amazon-ი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ – Axios-თან ინტერვიუში თქვა. პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია “ძალიან სერიოზულად” განიხილავს კომპანიებისათვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას. “მისმინეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ უკვე განვიხილავთ ამას და ვფირობ, ხალხი ხვდება” – თქვა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ მხარს არ უჭერს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამო ევროკავშირის მიერ Google -ს 5 მილიარდი დოლარით დაჯარიმებას, რადგანაც ეს ამერიკული კომპანიაა და მისი დაჯარიმებაც, აშშ-სგან უნდა მოხდეს.
მიუხედავად პრეტენზიებისა, ტრმაპი თვლის, რომ Google, Facebook-ი და Amazon-ი “ძალიან კარგი კომპანიებია”.

banner
წინა სტატიაშივერშემდგარი თვითმკვლელობის წინ დაწერილი ბოდლერის წერილი 234 ათას ევროდ გაიყიდა
შემდეგი სტატიანიუ-იორკში მექსიკელი ნარკობარონის სასამართლო პროცესი დაიწყება