“ვერსაჩეს” 2 მილიარდად Michael Kors-ი ყიდულობს

მოდის ინდუსტრიის ამერიკული გიგანტი Michael Kors-ი იტალიურ Versace-ეს ყიდულობს, რომელიც 1978 წელს მოდელიორმა ჯანი ვერსაჩემ დააარსა.
Corriere della Sera-ს, Reuters-ის და Financial Times-ის მონაცემებით, გარიგების თანხა 2 მილიარდი დოლარია.
სამოდელო სახლის 80% ვერსაჩეების ოჯახს ეკუთვნის, 20% კი საინვესტიციო ფონდ Blackstone-ს.
ისინი, ინფორმაციაზე, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.
,,ბიბისის” ინფორმაციით, 2016 წელს Versace-ს მოგებამ 686 მილიონი ევრო შეადგინა. მიმდინარე წელს მოგებას 1 მილიარდ ევროს ელოდებიან
ჯანი ვერსაჩე 1997 წელს მაიამიში საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს , მაშინ ის 50 წლის იყო.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი- მოგერინის მხრიდან სამკაოდ მაღალი შეფასება მიეცა იმ მიმდინარე რეფორმებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს
შემდეგი სტატიააფხაზეთმა ყირიმის ღორღით მომარაგება დაიწყო