ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

თბილისში, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებული მომხდარის შემდეგ ადგილზე იმყოფებოდა. ის პოლიციამ გვიან საღამოს დააკავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : რეზოლუციის ტექსტი უნდა იყოს საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული