ვენესუელა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ვენესუელაში ელექტროენერგიის ფართომასშტაბური გათიშვა მოხდა. დენის გარეშე დარჩნენ ქვეყნის შტატების უმეტესობა, ასევე, დედაქალაქი კარაკასი.

მუშაობა შეწყვიტა ვენესუელას საერთაშორისო აეროპორტმა მაიკეტინმა და მეტრომ.

სატელეფონო კავშირი ხარვეზით მუშაობს.

ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ავარიის მიზეზი ქვეყნის ყველაზე დიდ ელექტროსადგურ “ელ-გურიზე” დივერსიული აქტი გახდა.

“ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე ომის ნაწილია” – კომპანიაში განაცხადეს – წერს “დოიჩე ველე”

banner
წინა სტატიაშიფინეთის მთავრობა ჯანდაცვის რეფორმის გამო გადადგა
შემდეგი სტატიააშშ რამზან კადიროვის აქტივების ძებნას დაიწყებს