ვენებს აღარ აქვს მედიკამენტების მიმღეობა – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. როგორც კლინიკა ვივამედის დატოვების შემდეგ მისმა თანაგუნდელმა ეკა ხერხეულიძემ მედიასთან თქვა, მიხეილ სააკაშვილს გადასხმის გაკეთების უნარი აღარ აქვს – “ვენებს აღარ აქვს მედიკამენტების მიმღეობა”.

საბედნიეროდ არ დადასტურდა კოვიდი, რაც კარგია. მაგრამ ეს მის მდგომარეობას არ აუმჯობესებს იმიტომ რომ თქვენ იცით, დღის განმავლობაში 3 ან 4 გადასხმა მაინც უკეთდება მას იმისთვის, რომ გამძლეობა ჰქონდეს ადამიანს უბრალოდ კლინიკაში ყოფნის.

დღეს უკვე აღარ აქვს ამის უნარი იმიტომ რომ ვენებს არ აქვს მიმღეობა მედიკამენტების. ეს არის გადასხმის შეფერხება არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ძალიან სახიფათო ამბავი და მე ვფიქრობ, რომ მთავარი თემა, რაზეც უნდა ვკონცენტრირდეთ არის მისი დაუყოვნებლივ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება რაც გამოიხატება აქედან გაყვანაში. სხვაგვარად მე გამოსავალი არ მეგულება, – ამბობს ეკა ხერხეულიძე.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი მეინსტრიმული პარტია და გასაგებია, რომ პარტიაში შესაძლოა, არსებობდეს სხვადასხვა მოსაზრება, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია – წიკლაური
შემდეგი სტატიარუსულმა ძალებმა კროპივნიცკის საავიაციო საწარმო დაბომბეს